29 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
დღეს დადასტურებული 2 ახალი შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთს უკავშირდება - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს გამოვლენილი ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტიდან არის. 

"შემოგვემატა 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა, შესაბამისად უკვე 796 პაციენტი გვყავს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 10-ით გაიზარდა და უკვე მათი რაოდენობა 634-ია. აღსანიშნავია, რომ გამოჯანმრთელებული უკვე 80%-ია. მხოლოდ COVID ცენტრებში 150 პაციენტი მკურნალობს. მკურნალობაზე მყოფი პაციენტების რაოდენობა გამოჯანმრთელებულებთან შედარებით, თითქმის სამჯერ მეტია. 

ორი ახალია შემთხვევა მარნეული მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან არის. გუშინდელი შემთხვევა კი საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, ჯერჯერობით ოჯახის ერთ წევრს დაუდასტურდა, მაგრამ უნდა ჩავთვალოთ, რომ დანარჩენი სამი წევრიც ინფიცირებული იქნება," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები