5 ადამიანი ემსხვერპლა ებოლას კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. საერთაშირისო მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ეპიდემიის ხელახალი გავრცელება დაიწყო.
გარდაცვლილთა შორის ერთი ბავშვია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, კონგოში ინფექციის 6 ახალი შემთხვევა დასტურდება.
კონგოს რესპუბლიკას ამ ეტაპზე კორონავირუსსა და წითელასთანაც უწევს ბრძოლა. ბოლო ორ წელიწადში კონგოში ებოლას ეპიდემიას 2-ი ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.