29 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
გაზგასამართი სადგურის აფეთქებისას დაშავებულ მამაკაცს სხეულის 25%-იანი დამწვრობა აქვს - გუგა ქაშიბაძე

თბილისში, გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად, დაშავებული 48 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.

როგორც "რუსთავი 2-ს" დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, მამაკაცს სხეულის 25%-იანი დამწვრობა აღენიშნება.

"48 წლის მამაკაცი, რომელიც ჩვენს კლინიკაში აფეთქების შემდეგ შემოიყვანეს გონზეა, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას სხეულის 25%-ი აქვს დამწვარი, მას სასუნთქი გზების მეორე-მესამე ხარისხის საეჭვო დაზიანება აქვს. ასევე დაზიანებული ჰქონდა სახისა და წელის არე, ორივე ზემო და ქვედა კიდური. საეჭვო იყო სასუნთქი გზების თერმული ინჰალაციური დაზიანება და ბაროტრავმა. ამ წუთებში მისი მდგომარეობა საბედნიეროდ არის სტაბილური, თუმცა რა თქმა უნდა დაკვირვების ქვეშაა, იმყოფება დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში," - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, საბურთალოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება გუშინ დღის ბოლოს მოხდა, ინციდენტის შედეგად დაშავდა ერთი პირი. 

დღის ამბები