29 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ 272 მრავალშვილიან ოჯახს სასაჩუქრე კალათები გადასცეს

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იმყოფებოდა.

ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ ხურჩასა და ორსანტიაში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა და საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა.

მსგავსი სასაჩუქრე კალათები საერთო ჯამში ზუგდიდის, წალენჯიხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ 272 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცემა. პროექტი საფრანგეთის საელჩოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

"რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს ვესტუმრეთ ხურჩასა და ორსანტიაში. ყველა ბავშვს ვულოცავ ბავშვთა დაცვის დღეს და მადლობას ვუხდი გაეროს ბავშვთა ფონდს დახმარებისთვის,"- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია აცხადებს, რომ სხვადასხვა დონორების დახმარებით 150-მდე ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში დავიწყეთ მოქალაქეებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდება სხვადასხვა დონორების დახმარებით. 150-მდე ოჯახს დავეხმარეთ ამ ეტაპზე და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება,"- განაცხადა გიორგი შენგელიამ.

დღის ამბები