29 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
საქართველო გავლენიანი გამოცემის forbs-ის საუკეთესო ტურისტული ქვეყნების შვიდეულში მოხვდა

საქართველო Forbes-ის საუკეთესო შვიდეულში - გავლენიანმა გამოცემამ პოსტკოვიდურ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული პოტენციალის მქონდე ქვეყნების სია გამოაქვეყნა.  

"ტურიზმის ამომავალი ვარსკვლავები - ამ 7 ქვეყანას პოსტკოვიდურ სამყაროში მთავარ ტურისტულ მიმართულებად გადაქცევის პოტენციალი აქვს." Forbes-ის საუკეთესო შვიდეულში სლოვენიასთან, ტუნისთან, ეთიოპიასთანმიანმართანფილიპინებთან და ირანთან ერთად საქართველო მოხვდა.

"უპრეცედენტო ვარდნის ფონზე გლობალური ტურიზმი გადარჩენისთვის იბრძვის. ამ ფონზე მსოფლიოში მრავალი ქვეყანა საერთაშორისო ტურისტული ბუმისთვის ემზადება, ეს მაშინ მოხდება, როგორც კი მოგზაურობა შესაძლებელი გახდება. ზოგიერთი ქვეყნისთვის ეს პირველი შესაძლებლობაა რეგიონალურ ტურისტულ ძალად ჩამოყალიბდეს, მაგრამ ზოგიერთი სახელმწიფო ახლა მსოფლიო კლასის ტურისტულ მიმართულებად ყალიბდება."-წერს Forbes-ის ჟურნალისტი ჯარიდ რანაჰინი.

"ხშირად საქართველო ატმის შტატში (ჯორჯიის შტატი) ერევათ, საქართველო კავკასიის რეგიონში იდეალურ ტურისტულ მიმართულებად ყალიბდება. მოგზაურობა დედაქალაქით დაიწყეთ. ეს მომხიბლავი ქალაქი უძველესი ეკლესიებისა და ქვაფენილით მოკირწყლული ძველი უბნების სამშობლოა. მოგზაურობისას არ გამოტოვოთ საქართველოს ბუნებრივი სილამაზე და პატარა ქალაქები. აუცილებლად გამოიკვლიეთ ქართული ღვინო. საქართველო დედამიწაზე ერთ-ერთი უძველესი ღვინის რეგიონია. მდიდარი და პოპულარული ქართული ღვინის ისტორია 8 ათას წელიწადს მოიცავს."- ნათქვამია Forbes-ის სტატიაში.

დღის ამბები