29 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" დაბადების დღეზე ტელევიზიაში საუკეთესო კადრისა და სიუჟეტის ავტორები დაჯილდოვდნენ

"რუსთავი 2-ის" დაბადების დღეზე ტელევიზიაში "გოჩას სახელობის კონკურსი" გაიმართა. საუკეთესო კადრის და სიუჟეტის ავტორები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ.

შიდა კონკურსში გამარჯვებულ ოპერატორებსა და ჟურნალისტებს "გოჩა რამიშვილის პრიზი" გადაეცათ. სამაუწყებლო კომპანიის გამორჩეული ოპერატორი გოჩა რამიშვილი 2008 წელს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

გოჩა რამიშვილის სახელობის კონკურსი "რუსთავი 2-ში" 2017 წლიდან ტარდება.

დღის ამბები