29 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება ეს "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობა იქნება - არასაპარლამენტო ოპოზიცია

არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით პროცესები ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი, ამასთან ხაზს უსვამენ იმასაც, რომ საკითხთან დაკავშირებით დადებული შეთანხმების პირობები სრულყოფილად უნდა შესრულდეს. არასაპარლამენტო ოპოზიციის თქმით, თუ ცვლილებები ჩავარდება, ეს "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობა იქნება.

"ქვეყანას სჭირდება, რომ 93 ხმა უზრუნველყოს "ქართულმა ოცნებამ" კენჭისყრის დროს. ამის იქით გამოჩნდება, ვინ რა პოზიციას დაიკავებს. "ლელო" ერთგულია შეთანხმების და ვამბობთ, რომ ამ შეთანხმების ყველა პუნქტი უნდა შესრულდეს და ჩვენ არ ვაპირებთ ერთი პუნქტით მეორის გადაფარვას, ან ერთის მიღწევის გამო მეორის დავიწყებას," - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით უსუფაშვილი.

იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება, "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე სრულ პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს, რადგან, მისი თქმით, ხელისუფლებას შეუძლია შესაბამისი ხმების მობილიზება.

"მე არ მგონია, რომ კანონი ჩავარდეს, მაგრამ თუ კანონი ჩავარდება, ეს იქნება 1000%-ით ხელისუფლების ბრალი, იმიტომ, რომ ხელისუფლებას შეუძლია ხმების მობილიზება, თუ ისინი კვლავ გაითამაშებენ ისეთ სცენარს, როგორიც გაითამაშეს ნოემბერში. ამას, რა თქმა უნდა, დაინახავს საერთაშორისო თანამეგობრობა და ჩვენი საზოგადოებაც," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები