29 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
თბილისის, ბათუმის და ქუთაისის იუსტიციის სახლები მოქალაქეებს დილის 9:00 საათიდან ღამის 00:00-მდე მოემსახურებიან

საქართველოს მასშტაბით სანოტარო ბიუროები ეტაპობრივად იხსნება. უკვე მოქმედებს 45 ბიურო და მათ თბილისის მასშტაბით ხვალ რვა დაემატება.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლები ადამიანებს დილის 9:00 საათიდან ღამის 00:00-მდე მოემსახურებიან.

"საქართველოს მასშტაბით სანოტარო ბიუროები იხსნება. ამ ეტაპზე გვაქვს 45 სანოტარო ბიურო. ხვალ დილით დაემატება 8 ახალი ბიურო თბილისის მასშტაბით. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ სანოტარო მომსახურეობები იყოს ხელმისაწვდომი. დღეიდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლები დილის 9:00 საათიდან რამის 00:00-მდე მოემსახურებიან მოქალაქეებს. სამუშაო საათების დასრულების შემდე​გაც იქნება შესაძლებლობა შესაბამისი მომსახურეობა მიიღონ ადამიანებმა,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში საქართველოში მოქმედი იუსტიციის სახლები და სანოტარო ბიუროები დახურული იყო.

დღის ამბები