29 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
ამ ეტაპზე, არ ვთვლით, რომ სასწავლო პროცესის დაწყებამ შეიძლება გადაიწიოს - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის გადადების აუცილებლობა არ დგას. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

"დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვთვლით, რომ სასწავლო პროცესმა შეიძლება გადაიწიოს, თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც სხვა ქვეყნები, ჩვენც ვემზადებით იმისთვის, რომ როგორც ახლა, ისე სექტემბერში მოგვიწევს კოვიდთან ერთად თანაცხოვრება და, შესაბამისად, ჩვენი შვილებიც უნდა მოვამზადოთ ამ პროცესებისთვის, რათა მათ შეძლონ შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები