საიდუმლო სამსახურის აგენტებმა, უსაფრთხოების მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტი თეთრ სახლთან საპროტესტო აქციების დროს მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანეს.
"ნიუ-იორკ თაიმსის" ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტრამპმა ბუნკერში საათზე ნაკლები დრო გაატარა.
დონალდ ტრამპის რეზიდენციასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქციების გამო, ვაშინგტონის მერის განცხადებით, აშშ-ს დედაქალაქში კომენდანტის საათიც გამოცხადდა.
შეერთებულ შტატებში პროტესტი უკვე ერთ კვირაზე მეტია გრძელდება.