29 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 19 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11-ით გაიზარდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 794-ს შეადგენს. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.

მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 19-ით გაიზარდა და 624 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 2 494 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301- პირი.

საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

დღის ამბები