29 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
გამოიწვია თუ არა ინფიცირებულთა მატება შეზღუდვების მოხსნამ - სპეციალისტები პანიკის საფუძველს ვერ ხედავენ

დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პარალელურად ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან დღეს ყველა დადასტურებული შემთხვევის წყარო ცნობილია და მოძიებულია პაციენტების ირიბი თუ პირდაპირი კავშირები.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ვირუსის მატება უკვე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას არ უკავშირდება. მისი თქმით, კორონავირუსს ახასიათებს 2-კვირიანი ციკლი. უკვე მოხსნილი შეზღუდვების შედეგები კი 10 დღეში იქნება. თამარ გაბუნია ამბობს, რომ ვირუსის გავრცელება შეზღუდულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოქალაქეებს დააავიწყდეთ რეკომენდაციების შესრულება.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ვირუსი მარტივად წასვლას არსად აპირებს, ერთის მხრივ, საზოგადოება ვალდებულია ყურადღებით იყოს და მეორე - ეპიდემიოლოგებს არ გაექცეთ კონტროლი სიტუაციაზე.

ინფექციონისტები, რომელთაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ ინფიცირებულ პაციენტებთან, ამბობენ, რომ ახლა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა არსებული ეპიდსიტუაციის შესანარჩუნებლად საზოგადოება არ უნდა მოდუნდეს. 

როგორი ეპიდსიტუაცია იქნებ საქართველოში, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ გავაგრძელოთ იმ რეგულაციების დაცვა, რომლსაც დღემდე ვასრულებდით.

პარალელურად, დაავადებათა კონტროლი ახალი რისკ-ჯგუფების ტესტირებას გეგმავს, რათა დადებითი შემთხვევების პრევენცია და იდენტიფიცირება დროულად მოხდეს .

დღის ამბები