ავღანეთის მთავრობამ და თალიბანმა კვლავ გაათავისუფლეს პატიმრები, რაც მათ შორის პატიმრების გაცვლის გარშემო მიღწეული შეთანხმების ნაწილია.
შეთანხმება წინ უძღვის ოფიციალურ მოლაპარაკებას, რომლის მიზანია 18-წლიანი ომის დასრულება.
პატიმრების გაცვლა ურთიერთნდობის მოპოვებას ემსახურება ოფიციალური მოლაპარაკების წინ.
"მთავრობამ გუშინდელს შემდეგ გაათავისუფლა 710 თალიბი პატიმარი ფულე ჩარხის, ფარუანის და სხვა ციხეებიდან",- განაცხადა ავღანეთის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯავად ფაიზალმა 30 მაისს.
ქაბულის მიერ გათავისუფლებული პატიმრების რაოდენობამ აშშ-სა და თალიბანს შორის შეთანხმების შემდეგ, სულ, 2700-ს მიაღწია.