29 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
"რეალურად, შესაძლებელი ხდება კონტროლი, რომ უახლოეს დღეებში აქ სასიკეთო გარდატეხა მოხდეს"-შოთა რეხვიაშვილი

დღეს გამოვლენილი 26 კოვიდინფიცირებულიდან 4 კლინიკაში საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს. 18 კი ე.წ ბოლნისის კლასტერია.

მოქალაქეები სოფელ მუშევანში დაინფიცირდნენ, რომელიც, სოფელ გეტასთან ერთად, რამდენიმე კვირაა ჩაკეტილია.

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, რომ ყველა კონტაქტი დადგენილია.

"ეს არის ძალიან საჭირო კვლევა, რაც ჩატარდა. მთლიანი ეპიდემიოლოგიური ცნობილია ჩვენთვის. კონტაქტები გამოკვლეულია და საკარანტინე ზონებში არიან გადაყვანილები. რეალურად, შესაძლებელი ხდება კონტროლი, რომ უახლოეს დღეებში აქ სასიკეთო გარდატეხა მოხდეს,"- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანში, 4 ინფიცირებული კლინიკაში საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს.

დღის ამბები