აშშ-ში ატლანტის პოლიციამ კომენდანტს საათის დარღვევისთვის 70 ადამიანი დააკავა. ჯორჯიის შტატის დედაქალაქში საღამოს ცხრა საათიდან კომენდანტის საათი მოქმედებს.
პოლიციის ინფორმაციით, კომენდანტის საათის დროს ატლანტის ქუჩებში ხალხის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, თუმცა აქციის მონაწილეების ნაწილი კვლავ ქუჩაში რჩება.
აქციის მონაწილეები, 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებენ, რომელიც მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში, პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.