29 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
თბილისში 60 წლის მამაკაცი დაჭრეს - დაშავებული ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი

უჯარმის ქუჩაზე 60 წლის მამაკაცი დაჭრეს. უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. როგორც "რუსთავი 2-მა” გაარკვია, კაცი ისანში, უჯარმის ქუჩაზე ქირით 1 კვირის წინ გადმოვიდა.

გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას. დაშავებული, ამ დროისთვის, ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. 

დღის ამბები