2-თვიანი პაუზის შემდეგ საუდის არაბეთში მეჩეთები გაიხსნა. კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, პირველი ვიზიტორები მეჩეთებში ჰიგიენური წესების დაცვით და სამედიცინო პირბადით გადაადგილდებიან.
კვლავ დახურულია მექა. საუდის არაბეთის ხელისუფლების განცხადებით, წმინდა ქალაქი 21 ივნისიდან გაიხსნება.
არსებული მონაცემებით, ქვეყანაში 84 000 მდე ინფიცირებული ფიქსირდება, გარდაცვლილია 480 ადამიანი.
ერთ-ერთი მომლოცველი მოსახლეობას მოუწოდებს, ტაძარში იარონ.
"მადლობა ღმერთს, რომ მოგვეცა საშუალება ტაძრებში ლოცვის, აქამდე ჩვენი ტაძარი ჩვენი სახლი იყო, ახლა კვლავ შეგვიძლია მოვუწოდოთ ხალხს, რომ ილოცონ ტაძრებში," - განაცხადა მომლოცველმა.