29 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
როკო ირემაშვილის "ანტიგრავიტაცია" - "გამრეკელი მოდერნი" პირველ დამთვალიერებელს რეგულაციების მოხსნის შემდეგ ელოდება

"გამრეკელი მოდერნი" ახალი გალერეაა, რომელიც პანდემიის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა გახსნილიყო, ახლა უკვე ის პირველ დამთვალიერებელს რეგულაციების მოხსნის შემდეგ ელოდება. საგულდაგულოდ მომზადებული ექსპოზიციაც კედლებზე დარჩა და ვირტუალურ მნახველზეც უარი თქვა.

როკო ირემაშვილის "ანტიგრავიტაცია" აუცილებლად ადგილზე უნდა ნახოთ. ეს არის კავშირი ნამუშევრებსა და დამთვალიერებელს შორის, რომელიც უეჭველად ფიზიკურ კონტაქტს მოითხოვს. როკო ირემაშვილის "ანტიგრავიტაცია" სხვადასხვა ტექნიკით შესრულებულ ნამუშევრებს აერთიანებს.

გამრეკელის ახალი გალერეა "მოდერნი" პირდაპირ კავშირშია თანამედროვე ხელოვნებასთან. ეს იქნება მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც არამხოლოდ გალერეის მიმართულებას, არამედ სხვადასხვა სახის შემეცნებით პროექტებს განახორციელებს.

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები