SpaceX-ისა და NASA-ს ერთობლივი ისტორიული ფრენა დღეს შესრულდება. რაკეტის გაშვება კოსმოსში თბილისის დროით, 23 საათსა და 22 წუთზე კენედის კოსმოსური ცენტრიდან განხორციელდება.
ეს, თითქმის 10 წლის განმავლობაში ასტრონავტების მონაწილეობით პირველი კოსმოსური მისია იქნება, რომელიც ამერიკიდან, ამერიკული რაკეტით განხორციელდება.
ფრენა რამდენიმე დღის წინ უნდა განხორციელებულიყო, რომელიც უამინდობის გამო გადაიდო.