ისრაელი შემსუბუქებული ზომების ხელახლა გამკაცრებას გეგმავს. მიზეზი ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევების მატებაა.ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელში "კოვიდ-19“-ის 115 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ისრაელი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი შემთხვევების ძირითადი ნაწილი სკოლებშია გამოვლენილი, ამიტომ დღეს ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტები შეიკრიბებიან და ზოგიერთი სკოლის კვლავ დახურვაზე იმსჯელებენ. ქვეყანაში ამ დრომდე ინფიცირების 17 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.
"ჩვენ ვხედავთ რომ ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევბმა იმატა. ვშიშობთ რომ რომ ინფექცია ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში გავრცელდება . რასაც ვხედავთ ნამდვილად სამწუხაროა თუმცა ეს რეალობაა. მოსახლეობას არ უნდა დაავიწყდეს რომ ვირუსი არსად არ წასულა , აუცილებელია მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ," - აცხადებს ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი ოშე ბარ-სიმან-ტოვი.
მსოფლიოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 6 მილიონს გასცდა. აქედან 367 ათასზე მეტი შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. COVID-19 უკვე თითქმის 3 მილიონმა ადამიანმა დაამარცხა.