29 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
შეთანხმების მეორედ ჩაგდების ფუფუნება ხელისუფლებას არ აქვს - ანზორ ბიწაძე

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობაში, რომელიც მომავალი კვირიდან უნდა დაიწყოს, მონაწილეობის მიღებას არასაპარლამენტო ოპოზიციაც გეგმავს, მათი თქმით ისინი აქტიურად ჩაერთვებიან განხილვის პროცესში. ამასთან, ისინი ეთანხმებიან საერთო ოპოზიციურ მოთხოვნას, რომ შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს.

"ეს არის საპარლამენტო ოპოზციის მიერ მისაღები გადაწყვეტილება, როგორც უკვე არაერთხელ აღნიშნეს, სამივე პოლიტპატიმრის გათავისუფლების პირობის არშესრულების შემთხვევაში ისინი პრინციპულად უარს ამბობენ მხარდაჭერაზე. თუმცა, მნიშვნელოვანია, ისიც რომ "ქართული ოცნება" ამბობს, რომ ამ ოპოზიციური პარტიების გარეშე მას შეუძლია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და საკუთარი პირობის შესრულება, - აცხადებს "რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაიამ

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის მეორედ ჩაგდების ფუფუნება აღარ აქვს:

"ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენი პარტია მიიღებს განხილვებში მონაწილეობას იმიტომ, რომ ეს კანონი არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რაც შეეხება შეთანხმების შესრულებას, დარწმუნებული ვართ, რომ ხელისუფლება ამ შეთანხმებას ბოლომდე შეასრულებს იმიტომ, რომ არ აქვს ამ შეთანხმების მეორედ ჩაგდების ფუფუნება ხელისუფლებას, რომლის ფორმალური მმართველის წინააღმდეგაც 11 კონგრესმენი ითხოვს სანქციების დაწესებას," - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

დღის ამბები