29 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
ენმ-ის დროს დამოუკიდებელი სასამართლო ვეღარ მოხერხდა - ნიკა მელია

დამოუკიდებელი სასამართლო ვეღარ მოხერხდა წინა ხელისუფლების პირობებში - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა. მელია გადაცემა "ღამის კურიერში" სტუმრობისას ამბობს, რომ დამოუკიდებელი სასამართლო არც ერთი ხელისუფლების მმართველობის დროს არ ყოფილა. 

"მოდით დამეთანხეთ, მურუსიძე და ჩინჩალაძე იყო ერთ-ერთი დროშა, რომელიც ეჭირა ქართულ ოცნებას 2012 წლამდე და რა მოხდა? მურუსიძე და ჩინჩალაძე დღეს დაწინაურდნენ. "ქართული ოცნება" იცით რატომ არ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში და ვერც ერთი სუბიექტი ვერ გაბედავს "ქართულ ოცნებასთან" კოალიციის შეკვრას, იცით რატომ? "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობა რას ნიშნავს იცით? ჩემს და თქვენს შვილებს ვეუბნებით, რომ მაგალითად თადუმაძე, ბატონი ივანიშვილის პირადი იურისტი 2040 წლამდე იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ბატონი მურუსიძე იქნება 2035 წლამდე.

ბოლოს მინდა ვთქვა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან ბევრი პოზიტიური რამ გაუკეთებია, მაგრამ არასოდეს არ გავურბივარ და არც თქვენს ეთერს გავექცევი, რომ რა თქმა უნდა,  იყო მძიმე შეცდომები, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნა და მერე ოპოზიციაში გადმოსვლა და 8 წელიწადი ოპოზიციაში კიდევ დამატებით ყოფნა რას ნიშნავს იცით, ნიშნავს რომ ეს ძალა კიდევ უფრო გაჯანსაღებულია, ვიდრე ოდესმე. "ნაციონალური მოძრაობა" როდესაც დაფუძნდა, ზუსტად 2 წელიწადში მოვიდა ხელისუფლებაში და ეს ძალა იყო რევოლუციური... რა იყო "ნაციონალური მოძრაობის" ძირითადი დაპირება? კრიმინალის და კორუფციის აღმოფხვრა. სატელევიზიო დაჭერები საიდან წამოვიდა? დაკვეთა იყო საზოგადოების, მაგრამ მერე, თქვენ რომ უთხარით მიხეილ სააკაშვილს, რომ ძალიან მაგარი ხარ, აღმოფხვერი კორუფცია, კრიმინალი, მერე მოთხოვეთ თქვენ დამოუკიდებელი სასამართლო, მაგრამ დამოუკიდებელი სასამართლო ვეღარ მოხერხდა წინა ხელისუფლების პირობებში.“- განაცხადა ნიკა მელიამ. 

დღის ამბები