29 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
თუ ცვლილებები ვერ გავიდა, ეს იქნება მთლიანად ოპოზიციის პასუხისმგებლობა - ირაკლი კობახიძე

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და 8 მარტის შეთანხმების შესახებ, "ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ვერ გავიდა ცვლილებები, ეს მთლიანად ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება. 

"არჩევნები ალბათ ჩატარდება იმ სისტემით, რომელზეც შევთანხმდით - ეს არის 120/230-ზე. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული, ჩვენ გვაქვს 93 მანდატი საქართველოს პარლამენტში და ამ სისტემას სჭირდება 113 ხმა, ანუ პლუს 20 ხმა. იცით, ორი პარტია აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერენ, კაცმა არ იცის, ბოლოს რა მოხდება, თუმცა ცვლილებები, მათი ხმების გარეშეც არის შესაძლებელი. თუმცა, არსებით განსხვავებას მე ვერ ვხედავ. თუ ჩვენ გვინდა, რომ ეს ცვლილებები გავიდეს, ან 120/30-ზე, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ამ სისტემით ჩატარდება არჩევნები, თუმცა თუ ვერ გავიდა ეს ცვლილებები, ეს იქნება რა თქმა უნდა, მთლიანად ოპოზიციის პასუხისმგებლობა და მათი დანატოვარი საარჩევნო სისტემით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძის თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახლა დადებულია შეთანხმება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების წინაშე გაფორმდა, რაც პასუხისმგებლობას აკისრებს როგორც მმართველ გუნდს, ასევე ოპოზიციას.

"დღეს ჩვენ გვაქვს ოფიციალურად გაფორმებული შეთანხმება და ეს შეთანხმება დაიდო საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. ეს გვაკისრებს ჩვენ ბუნებრივია პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებთ, რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად. ვითარება შარშან იყო აბსოლუტურად განსხვავებული, ახლა არის შეთანხება დადებული და ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ შევასრულოთ ეს შეთანხება, თუმცა ასევე პასუხისმგებელია ოპოზიციაც, რომ შეასრულოს ეს შეთანხმება და ხმა მისცეს საკონსტიტუციო ცვლილებებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს არსებობს დადებული შეთანხმება, რომლის შესრულებაშიც პასუხისმგებლობა აკისრია ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისაც მონაწილეობა აქვს მიღებული. 

"დღეს სხვა რამესთან გვაქვს საქმე, დღეს არ არის არანაირი ინიციატივა, არამედ დადებულია შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის და ყველა პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობაა, რომ მხარი დაუჭირონ ამ ცვლილებებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები