29 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
იქნება თუ არა ვანო მერაბიშვილი ენმ-ის წარმომადგენელი - მელია ამბობს, რომ მერაბიშვილმა უნდა ჰკითხოს ხალხს, იმსახურებს თუ არა პოლიტიკაში ყოფნას

"ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს თავმჯდომარე "ღამის კურიერის“ წამყვანის კითხვაზე - მიიღო თუ არა ენმ-ამ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ნიკა მელია ამბობს, რომ პირველ რიგში, გადაწყვეტილება მან თავად უნდა მიიღოს.

"პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ვანო მერაბიშვილმა უნდა მიიღოს გადაწვეტილება. ამ ადამიანმა, როდესაც გამოჩნდა, თქვა ძალიან ნათლად, რომ მე მივიღებ გადაწყვეტილებას და ამ ყველაფრის შემდეგ, საზოგადოებას ჩავაყენებ საქმის კურსში. ინფორმაციას ჩემი პოლიტიკური მომავლის თაობაზე, აუცილებლად გაგიზიარებთო.

ადამიანი პრაქტიკულად, იმდენი წელიწადი ჰყავდა ბიძინა ივანიშვილს საპატიმროში, რამდენი წელიწადიც იგი იყო ხელისუფლებაში.

ვანო მერაბიშვილი, ჩემი აზრით, თუკი გადაწყვეტს, რომ მან უნდა იყაროს კენჭი მაჟორიტარ დეპუტატად და ეს ნიშნავს, რომ ხალხს უნდა ჰკითხოს, იგი იმსახურებს თუ არა პოლიტიკაში ყოფნას ხომ? ხალხის ნაცვლად, ვერც თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, ვერც მე. მაგრამ თუკი ვანო მერაბიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და მან ეს ნაბიჯი გადადგა, მე პირადად არანაირი უფლება არ მექნება ამ ნაბიჯის წინააღმდეგ წავიდე, არც მორალური, არც პოლიტიკური. თუ მიიღო გადაწყვეტილება, მე როგორც ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, ერთი, ვერ ვიქნები წინააღმდეგი და ეს იქნება ძალიან არაპოლიტიკური ჟესტი ჩემი მხრიდან და მეორე - არამორალური საქციელი.“ - აცხადებს ნიკა მელია. 

დღის ამბები