29 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
იგრძნობს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თუკი საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება - ნიკა მელიას პასუხი შეთანხმების შესრულებაზე

იგრძნობს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, თუკი საკონსტიტუციო ცვლილებები მათ გამო ჩავარდება? - ამ კითხვით "ღამის კურიერის" წამყვანმა ნიკა მელიას მიმართა. 

"ნაციონალური მოძრაობა რომ გრძნობს პასუხისმგებლობას, ამიტომაც ვრჩებით ერთგულნი 8 მარტის შეთანხმების. თუ ეს შეთანხმება შესრულდება, ჩვენ მხარს ვუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ვგულისხმობ, გიორგი რურუას გათავისუფლებას. თუ არ გამოუშვებენ, მას ჩვენ ამ ცვლილებებს მხარს არავითარ შემთხვევაში არ დავუჭერთ,"- განაცხადა ნიკა მელიამ. 

ასევე, წამყვანის შეკითხვას - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს "ნაციონალურ მოძრაობას ხომ არ აწყობს ის საარჩევნო სისტემა, რა სისტემაც ახლა არის - ნიკა მელია პასუხობს: 

"არა, რა თქმა უნდა, ეს იმის დასტური იქნება, რომ არ აღსრულდა 8 მარტის შეთანხმება. ჩვენ ძალიან გვინდა ცვლილებებს მხარი დავუჭიროთ, მაგრამ შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ასე არ იქნება. ქვეყანას, რაც უფრო მალე ექნება იმის ბედნიერება, რომ არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდეს, მით უფრო კარგი იქნება როგორც ოპოზიციისთვის, ასევე ხელისუფლებისთვისაც. - განაცხადა მელიამ. 

დღის ამბები