29 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება კორონავირუსთან ბრძოლაში არაეფექტური იყო

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ხელისუფლების კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ვერ იქნება ეფექტურად შეფასებული. განცხადება ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში გააკეთა. ნიკა მელია ამბობს, რომ ხალხი არის საუკეთესო მსაჯული, თუ როგორი ეფექტური იყო ხელისუფლების ღონისძიებები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის დროს. 

"ხალხი არის საუკეთესო მსაჯული. თუ ჩვენ ავიღებთ კრიტერიუმად და ამით შევაფასებთ, ხელისუფლება იყო თუ არა ეფექტური, თუ საარჩევნო კლიპები იქნა გადაღებული კრიზისის დროს, არის თუ არა ხელისუფლება ეფექტური - იყო ეფექტური. იმიტომ რომ საარჩევნო კლიპებს იღებდნენ ზუგდიდში და თბილისში.

ჩვენ ახლა ვართ სრულიად სხვა ეტაპზე, სადაც კრიტიკას ვერ უძლებს ხელისუფლება. თუ ჩვენ ეფექტურობას მივაწერთ ხელისუფლებას და ვიტყვით, რომ ხელისუფლება ღონიერია, ძლიერია, შეასრულა გაცემული დაპირება და ყველა გამოკეტა სახლში, კი ბატონო, არის ეფექტური. ვერ უძლებს კრიტიკას ის მოცემულობა, რომელშიც აღმოვჩნდით, რომ სარეცხის ფხვნილით რეცხდნენ ასფალტს. ნებისმიერი ადამიანს ჰკითხეთ, რა როლს ასრულებს ასფალტის საფარის რეცხვა ეპიდემიასთან ბრძოლის ნაწილში, არაფერს, მაგრამ ინტელექტზე ახორციელებდნენ შეურაცხყოფას ქართველი ხალხის.  

რა ნაწილში იყო ეფექტური? იმ ნაწილში იყო, როდესაც უნდოდა რომ დისტანცირებული ყოფილიყო ხალხი ერთმანეთისგან? და ორი დღით ადრე გამოაცხადა, რომ თბილისი ჩაიკეტებაო და ნახევარი თბილისი რეგიონებში გავიდა. ეს იყო ნორმალური? და სამი ათას ლარიანი ჯარიმები? ვერ იქნება ეფექტური." - განაცხადა ნიკა მელიამ. 

 

 

 

დღის ამბები