29 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
ნიკა მელიას თქმით, 2008 წელს მთავრობამ მოქალაქეებს ბინები გადასცა და კომპენსაციები დაურიგა

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური მოძრაობის მმართველობის დროს ეკონიმიკური ზრდა ქვეყანაში 6,2%-ს შეადგენდა.

"ღამის კურიერის" წამყვანმა ნიკა მელიას მოქალაქეების შეკითხვა დაუსვა- 2008 წლის ომის დროს, როდესაც 4,5 მილიარდი მიიღო მთავრობამ, რატომ არ დაურიგდა მოქალაქეებს ფული.

საპასუხოდ მელიამ განაცხადა, რომ მაშინ მოქალაქეებს დაურუგდათ როგორც ბინები, ასევე კომპენსაცია.

"არჩევანი ჰქონდა ჩვენ ძვირფას დევნილს- ან აეღო თანხა ქეშით, ან სახელმწიფო უნზრუნველყოფდა მისთვის სახლის აშენებას. სახლი არჩია უმრავლესობამ, ვინც არჩია კომპეენსაცია, მას გადაეცა 10 000 ლარის ოდენობით.

"ნაციონალური მოძრაობის" დროს ეკონომიკური ზრდა 6,2% იყო, საშაულო ეკონომიკური ზრდა 6,2%, მიუხედავად ომისა, მიუხედავად ბომბების ცვენისა, მიუხედავად ტანკების გრუხუნისა. ახლა 3,9% არის საშაულო ზრდა ეკონიმიკური. 2-ჯერ ნაკლები ეკონიმიკური ზრდა აქვს ამ ხელისუფლებას. წარმოიდგინეთ, რომ დღეს ქვეყანა "ნაციონალური მოძრაობის" ზრდის ეკონომიკურ ნიშნულზე რომ ყოფილიყო, დღეს უფრო უკეთ გაუმკლავდებოდა ამ პრობლემას.  მე ვუსმინე თქვენი გადაცემის წინა სტუმარს, ქალბატონ წულუკიანს, 2 მილიონს ლარს გაგანია კრიზისში რატომ ხარჯავს ავეჯში?! რატომ უკეთია თავდაცვის მინისტრს 300 00 ღირებულების საათი?!" - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები