29 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ოპოზიცია დღეს საქმეზე იყო კონცენტრირებული და დებატებისას დრო "ოცნებასთან" პაექრობაში არ დაუხარჯავს

წამყვანის, ირაკლი იმნაიშვილის შეკითხვაზე - რატომ დაუთმო ორმა პოლიტიკურმა ძალამ დრო იმის მტკიცებას, თუ როგორ ვერ იტანენ ერთმანეთს და ხალხზე საპარლამენტო დებატებისას საუბარი არ იყო - "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნიკა მელია  ამბობს, რომ იმ ადამიანთან საუბარი ჭირს, „ვინც მხილებულია ადამიანებისთვის თვალების დათხრაში." 

ნიკა მელია "ღამის კურიერში" სტუმრობისას ამბობს, რომ არ ეთანხმება კითხვის ნაწილს, სადაც აღნიშნულია, რომ ოპოზიცია არ საუბრობდა ხალხზე და მიიჩნევს, რომ ორივე ოპოზიციური ფრაქცია საუბრობდა ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე.

"ზოგადად, ჭირს დიალოგი, საუბარი, ადამიანებთან, რომელიც ჩემი აზრით, არის მხილებული ადამიანებისთვის ხორცის ამოგლეჯვაში და თვალების დათხრაში და სისხლისღვრაში. ბატონი გახარია, ჩემი ღრმა რწმენით, მე ვცდილობ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ვიყო პოლიტიკურად კორექტული, ეს ბატონი გახლავთ მილიარდერის წარმომადგენელი. დღეს ჩვენს წინაშე იყო ბატონი გახარია პრემიერ-მინისტრი კი არა, ბატონი გახარია მილიარდერის წარმომადგენელი. მუხედავად ამისა, ოპოზიცია, მე რამდენადაც ვადევნებ თვალს, ორივე ფრაქცია - ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო მაქსიმალურად იყო კონცენტრირებული საქმეზე,“ - განაცხადა ნიკა მელიამ 

 

 

 

დღის ამბები