29 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
დეგრადირებული და კომპეტენციისგან დაცლილი ოპოზიცია - პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისული პრემიერის შეფასებები და ურთიერთდბრალდებები

საკანონმდებლო ორგანოში დღის ბოლოს მხარეებს რეპლიკების სახით კვლავ ჰქონდათ საშუალება თავიანთი სიმართლე დაემტკიცებინათ. სხდომის დასრულების წინ, შემაჯამებელ განცხადებაში პრემიერმა ოპოზიციის განცხადებები კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილად შეაფასა.

პარლამენტში კითხვა-პასუხის რეჟიმის დასრულების შემდეგ, სხდომათა დარბაზში პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა. ამ დროს კი, ოპოზიციამ პრემიერს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ის სიცრუეში რამდენჯერმე ამხილეს. ოპოზიციის ამ შეფასებას საპასუხო განცხადებები მმართველი გუნდის მხრიდანაც მოჰყვა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოპონენტებს შეახსენეს, რომ გახარიამ მათ მორიგი მასტერკლასი ჩაუტარა. 

ოპოზიციის შეფასებები პრემიერ-მინისტრისთვის იმის მიზეზი გახდა, რომ ოპონენტებისთვის დეგრადირებული და კომპეტენციისგან დაცლილი ეწოდებინა. გიორგი გახარიამ ტრიბუნიდან დღეს იმედი გამოთქვა, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტი სულ სხვა შემადგენლობის იქნება. 

პრემიერი პარლამენტში ბოლო სამი დღის განმავლობაში უკვე მეორედ მივიდა, თუმცა ივნისის დასაწყისში, მომავალ კვირას გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში უკვე წლიური ანგარიშით წარსდგება

დღის ამბები