29 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
მწვავე დებატები, რეპლიკები და ურთიერთშელაპარაკება პარლამენტში - რამდენიმე დღეა საქართველო გიორგი გახარიას უსმენს

"გთხოვთ დავიცვათ რეგლამენტი, ხალხს უნდა მივხედოთ და არა ვუპასუხოთ დემაგოგიურ შეკითხვებს" - პრემიერის ამ მოწოდების მიუხედავად, დღევანდელი დებატები დიდხანს გაგრძელდა. სხდომაზე, რომელზეც გიორგი გახარია ინტერლეპაციის წესით ოპოზიციამ დაიბარა, ურთიერთბრალდებები ისმოდა. დღეს გიორგი გახარიას ოპოზიციამ ტონი დაუწუნა.

სახელისუფლებო გუნდის ტონითა და ტერმინოლოგიით უკმაყოფილო დარჩა ირმა ინაშვილიც.

ორი დღის წინ გამართული პრემიერის ანგარიშისგან განსხვავებით, დღეს დეპუტატებმა და გიორგი გახარიამ ყველაზე ცოტა კორონავირუსსა და ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრეს. ყველაზე ხშირად დღეს სიტყვა სიღარიბე ახსენეს, თუმცა როდის უფრო ღარიბი იყო ქვეყანა, 2012 წლამდე თუ მერე - ამ საკთხზე პოლიტიკურმა ოპონენტებმა ბევრი იკამათეს.

რატომ არ მცირდება ქვეყანაში გადასახადები - კამათი იყო ამ საკითხზეც. ოპოზიცია ამბობს, რომ გადასახადების შემცირება რეალურია, პრემიერ-მინისტრის კი განმარტებით კი, ახლა ეს შეუძლებელია და ოპოზიცია პოლიტიკურ ქულებს იწერს.

ბოლო სამი დღის განმავლობაში გიორგი გახარია პარლამენტში მეორედ მივიდა, წინა შემთხვევაში მთავრობამ დეპუტატებს COVID-19-თან ბრძოლის შესახებ გააცნო ინფორმაცია. პრემიერ-მინისტრი საკანონდებლო ორგანოში ივნისში კიდევ ერთხელ, უკვე წლიური ანგარიშით წარსდგება.

დღის ამბები