29 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საპენსიო ფონდი ჩვენი მოქალაქეების მოხუცებულობაში სოციალური გარანტიაა - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის წევრების მიერ საპენსიო ფონდთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს. გიორგი გახარიას თქმით, საპენსიო ფონდი მოქალაქეების მოქალაქეებისთვის მოხუცებულობაში სოციალური გარანტიაა, რომლის დახარჯვაც შოკური კრიზისების დროს დაუშვებელია. 

"შოკურ კრიზისზე ადამიანები გვთავაზობენ გრძელვადიანი ინსტრუმენტების და სახელმწიფო რესურსების ამოღებას და დახარჯვას. არ მინდა ამ საპენსიო რეფორმაზე და საპენსიო ფონდზე საუბარი, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საპენსიო ფონდი არის ჩვენი მოქალაქეების მოხუცებულობაში სოციალური გარანტია, რომელიც თურმე დღეს უნდა დავხარჯოთ.

გარდა ამისა, ადამიანები, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა იძლევა დაპირებებს, რომლის ფასიც არის 16 მილიარდიან ბიუჯეტში 6.2 მილიარდი ლარი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს აყენებს ფაქტის წინაშე, 14%-იანი დეფიციტის, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთი საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია არანაირ საფინანსო მხარდაჭერას არ გაუწევს და ეს მარტივად ნიშნავს იმას, რომ პენსიები მაისის თვიდან ვერ გაიცემა, ვერ გაიცემა ხელფასები პოლიციისთვის, მასწავლებლებისთვის, ექიმებისთვის, შეწყდება მიმდინარე ოპერაციები, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა დგება კოლაფსის წინაშე და ეს ყველაფერი თითქოს არის ქვეყანაზე ზრუნვა, გადასახადებზე ზრუნვა, მეწარმეებზე ზრუნვა და ა.შ. ამ ნაწილში მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა ის სოციალური პროგრამა, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, არის ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკას, თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ოჯახს ჰქონდეს შესაძლებლობა, რაც შეიძლება სწრაფად და მინიმალური დანაკლისებით გამოვიდეთ ამ კრიზისიდან," - განაცხადა გიორგი გახარიამ

პრემიერ-მინისტრის თქმითვე, ყველს უნდა ესმოდეს, რომ კოვიდ ინფექცია ისევ აქ არის, მასთან ადაპტაცია და რისკების მართვა ყველამ უნდა შეძლოს. 

"კრიზისი არის ჩვენთვის ერთმნიშვნელონად შესაძლებლობა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ კრიზისის შემდგომ ქვეყანაში არ დარჩეს დაუსრულებელი მშენებლობები, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ კრიზისის შემდგომ ისე, როგორც 2008 წლის შემდგომ ათობით ათასი ადამიანი არ გაღატაკდეს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

დღის ამბები