29 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
მომავალი 6 თვე იქნება უკიდურესად რთული ეპიდემიისა და ეკონომიკის თვალსაზრისით, ასევე უნდა ჩავატაროთ იდეალური არჩევნები - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში დასკვნითი სიტყვის ბოლოს განაცხადა, რომ იმედი აქვს მომავალი პარლამენტი ბევრად ხარისხიანი და კომპეტენტური იქნება. 

"ადამიანები იმის ნაცვლად, რომ ცდილობდნენ ობიექტური შინაარსობრივი ოპონირება გაგიწიონ, უბრალოდ იქცევიან როგორც ინსტინქტებით მართული და შემდეგ ამ ყველაფერს ევროპულ, შინაარსობრივ ოპონირებას ეძახიან. თუმცა, მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ ჩვენი მოქალაქეების სიბრძნეში და მათ თანადგომაში. ასევე მჯერა, რომ მათი მხარდაჭერითა და თანადგომით, შემდეგი პარლამენტი ბევრად უფრო ხარისხიანი, შინაარსობრივი და კომპეტენტური იქნება.

მომავალი 6 თვე იქნება უკიდურესად რთული ეპიდემიისა და ეკონომიკის თვალსაზრისით, ასევე ჩვენ უნდა ჩავატაროთ შესანიშნავი, იდეალური და საუკეთესო არჩევნები," - განაცხადა დასკვნითი სიტყვის ბოლოს გიორგი გახარიამ. 

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მივიდა. 

 

დღის ამბები