29 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
ჩვენ მოვისმინეთ არა კითხვებზე პასუხი, არამედ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროპაგანდა - სალომე სამადაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, როდესაც ოპოზიცია გაზრდილ სიღარიბესა და ეკონომიკის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს, ამას საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებს, ხოლო პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული ციფრების წარმომავლობა გაურკვეველია.

"ჩვენ მოვისმინეთ არა კითხვებზე პასუხი არამედ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროპაგანდა, რომელიც იყენებს ჩვენთვის სრულიად არასანდო სტატისტიკას და არ მიუთითა, რა არის ამ სტატისტიკის წყარო," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა,

შეგახსენებთ, პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ამჯერად ინტერპელაციის წესით უსმენენ. დღეს გიორგი გახარია პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციებმა დაიბარეს.

დღის ამბები