29 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს - გიორგი გახარია 

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოპოზიციის შეკითხვებს დემაგოგიურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის კითხვები სპეკულაციაა.

გახარიამ აღნიშნა, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციისგან უფრო კომპეტენტური კითხვების მოსმენას ისურვებდა.

"ახლა რაც შეეხება დემაგოგიურ კითხვას, რა გააკეთეთ ეპიდემიასთან ბრძოლისთვის. სამწუხაროდ, როდესაც ადამიანების სიცოცხლისთვის ვიბრძვით და ვიბრძვით იმისთვის, რომ ადამიანებს ოჯახში მისატანი შემოსავალი შევუნარჩუნოთ, მაშინ სპეკულირებნენ და პოლიტიკური ქულებისა და დივიდენდების აკრეფას ცდილობენ, გაჭირვებაზე, ადამიანების სიღარიბეზე. მე ძალიან კარგად მესმის ის, რომ რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი შეზღუდული რესურსებით არის საკმარისზე ნაკლები. მაგრამ ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა, იყო ადამიანის ინტერესებზე გაკეთებული. სამწუხაროდ, გამოდის, რომ ჩვენს ოპოზიციას უბრალოდ კომპეტენცია არ ჰყოფნის და ვთვლი, რომ ეს ქვეყანა ცოტა უკეთესს და კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები