29 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
არეულობის მესამე დღე მინეაპოლისში - დემონსტრანტებმა ინფრასტრუქტურა დააზიანეს და რამდენიმე ობიექტს ცეცხლი წაუკიდეს

არეულობა გრძელდება ქალაქ მინეაპოლისში. მესამე დღეა მინესოტას შტატში ათასობით ადამიანი აფროამერიკელი კაცის მკვლელობისთვის პოლიციელების გასამართლებას მოითხოვს. დემონსტრანტებმა ინფრასტრუქტურა დააზიანეს და რამდენიმე ობიექტს ცეცხლი წაუკიდეს.

მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ მედიაში პოლიციის მხრიდან აფრო-ამერიკელ მოქალაქეზე ძალადობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. კადრებში ჩანს, როგორ აჭერს ფეხს კისერზე პოლიციის ოფიცერი 46 წლის ჯორჯ ფლოიდს, რომელიც მას სუნთქვის საშუალების მიცემას სთხოვს, მოგვიანებით კი მოძრაობა წყვეტს. კაცი იმ დღესვე საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები