29 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
არეულობა მინეაპოლისში გრძელდება - დემონსტრანტებმა საპროტესტო გამოსვლების დროს ათობით შენობა დაწვეს და დაარბიეს

მინეაპოლისში საპროტესტო გამოსვლების დროს ათობით შენობა დაწვეს და დაარბიეს. საპროტესტო გამოსვლები ფერადკანიანი მოქალაქის, 46 წლის ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა, რომელიც პოლიციის ერთ-ერთი ოფიცრის მხრიდან ფიზიკური ძალადობას ემსხვერპლა.

სიტუაციის დასარეგულირებლად მთავრობამ ეროვნული გვარდია მოიხმო. ფერადკანიანი მამაკაცის დაკავების კადრებს, სადაც პოლიცია მოქალაქის მიმართ გადამეტებულ ძალას იყენებს, პლიტიკოსებისა და ცნობილი სახეების კრიტიკაც მოჰყვა. მომიტინგეები დამნაშავეების დასჯას და პოლიციის რესტრუქტურიზაციას ითხოვენ.

2020 წლის მონაცემებით პოლიციის ძალადობას ამერიკაში 228 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები