29 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
ე.წ საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება არ იქნება ნებადართული - პაატა იმნაძე

კორონავირუსის პირობებში რა რისკის შემცველი შეიძლება იყოს დახურულ სივრცეებში კონდიცირება. ამის შესახებ ფეისბუკლაივის დროს დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ისაუბრა. იმნაძის თქმით, ისეთ დაწესებულებებში, სადაც ე.წ საყოფაცხოვრებო კონდიციონერებია დამონტაჟებული, რომლებიც შიდა ჰაერს ატრიალებენ, მაღალი რისკის გამო მათი გამოყენება ნებადართული არ იქნება.

"ის კონდიციონერი, რომელიც ჩვენთან ჩვეულებრივ გამოიყენება, ე.წ საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომლებიც შიგნით ჰაერს ატრიალებენ, სამწუხაროდ მათი გამოყენება ჯერჯერობით არსებული ყველა მონაცემით მაღალი რისკის შემცველია. თუ კონდიციონერი არ მუშაობს გარედან ჰაერის შემოტანაზე, შესაბამისად იქ სისტემებია, რომელსაც შემდეგ გააქვს ჰაერი დახურული სივრციდან, სამწუხაროდ აბსოლუტური უმრავლესობა იმ კონდიციონერებისა, რომლებსაც საყოფაცხოვრებო კონდიციონერები ჰქვიათ, ასეთი არაა და მათი გამოყენება საშიშია. ვიცი, რომ სიცხე იქნება ზაფხულში და გაგვიჭირდება, მაგრამ ჯერჯერობით არ იქნება ნებადართული," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ ასევე კომენტარი გააკეთა თვითმფრინავის კონდოცირებაზე და აღნიშნა, რომ თვითმფრინავებში დამონტაჟებულია ჰეპაფილტრები, რომლებიც ვირუსებს აკავებენ.

დღის ამბები