დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ ეხმაურება პრეპარატ პლაქვენილთან დაკავშირებულ საკითხს. ამირან გამყრელიძემ ფეისბუკლაივის დროს აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თავისი მულტიცენტრული კვლევებიდან პრეპარატი პლაქვენილი ამოიღო, თუმცა მისივე თქმით, ბევრი სხვადასხვა კვლევები სხვა ქვეყნებში ჯერაც გრძელდება.
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მას ჰქონდა საუბარი იმ კლინიცისტებთან, სადაც პრეპარატი პლაქვენილი გამოყენებული იყო და დაბეჯითებით ამბობს, რომ პრეპარატით მკურნალობისას საქართველოში გვერდითი გართულება არ დაფიქსირებულა.
"პლაქვენილზე რამდენიმეჯერ უკვე ვუპასუხე და ახლა აღარ განვივრცობი. ახალი მულტიცენტრული კვლევიდან ჯანმო-მ, სადაც 4 პრეპარატი დარდება ერთმანეთს რემდისევირი, პლაქვენილი იყო ჩდებული, ასევე 2 ანტირეტროვირუსული პრეპარატი შიდს-ის, ამათი კომბინაცია, ერთ შემთხვევაში კომბინაცია და კიდევ კომბინაცია მათი მეტაფერონთან. პლაქვენილი ამოიღო ამ კვლევიდან.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, დიახ არის ეს კვლევა, რომლის გამოც ამ მულტიცენტრული კვლევიდან პლაქვენილი ამოიღო ჯანმო-მ, მაგრამ ამ ტიპის კვლევები პლაქვენილთან დაკავშირებით ბევრი მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნებში. ამიტომ სანამ საკმაო მასალა არ დაგროვდება, რომ პლაქვენილი მართლაც იძლევა კოვიდის დროს იმიტომ, რომ პლაქვენილი გახლავთ ძველი პრეპარატი, მისი ისტორია თუ არ ვცდები 50-70 წლიანიც იქნება, რომელიც მალარიის სამკურნალოდ შეიქმნა, რომელიც ფართოდ გამოიყენება ძალიან ბევრი დაავადების დროს, ავტოიმუნური დაავადებების დროს, რევმატოიდული ართრიტის დროს, და მეც ხშირად, როცა ვექიმობდი, ხშირად გამომიყენებია.
ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე შემდგომ მქონდა ბევრი საუბრები ჩემს კლინიცისტებთან, სადაც ის გამოყენებული იყო საქართველოში, გვერდითი გართულება პლაქვენილით არ დაფიქსირებულა. თუმცა, რადგან პირველი დიდი საერთაშორისო ევიდენსი დაიდო, მოგეხსენებათ „ლანცეტი“ არის ერთ-ერთი უმაღლესი კლასის ჟურნალი, რომელიც შედის სამედიცინო ჟურნალების სამეულში, რადგან დაიდო ასეთი რამ, ჯანმო-მ გაითვალისწინა ეს. თუმცა კვლევები პლაქვენილთან დაკავშირებით ბევრი ჯერჯერობით გრძელდება," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.