29 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
თუ სომხეთს COVID ინფიცირებულთა სამკურნალოდ ჩვენი დახმარება დასჭირდება დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა ყველა ღონეს იხმარს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, თუ სომხეთს კორონავირუსით დაავადებულების მკურნალობის კუთხით საქართველოს დახმარება დასჭირდება, საქართველოს მთავრობა ყველა ღონეს იხმარს ამისთვის.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი მზად არის თავისი კომპეტენციის ფარგლებში სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს დაეხმაროს.

"ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, ხშირად გაგვიცვლია სხვადასხვა საშუალებები, ვაქცინები და ა.შ. სერიოზულად იყო დახმარება C ჰეპატიტის წამლებთან დაკავშირებითაც.
რა თქმა უნდა, თუ სომხეთი დააყენებს ამ საკითხს და მას, ცხადია, ჩვენ სამი ვერ გადავწყვეტთ, რა თქმა უნდა, თუ სომხეთის  დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაგვიყენებს საკითხს, რომ მათ სჭირდებათ რაიმენაირი დახმარება, ის რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებშია, იგივე ტესტირებასთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ.

რაც შეეხება სამკურნალო პროცესს, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო ამაზე უარს არ იტყვის, პირიქით, ყველა ღონეს იხმარს, თუ სომხეთს ეს დახმარება დასჭირდება. ეს საკითხი, პირველ რიგში, სწორედ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დააყენოს,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, სომხეთიდან 2 პაციენტი უკვე ჰყავთ.

დღის ამბები