29 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
გლდანის რაიონში ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია 15 ივნისს დასრულდება

გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება. ამ დროისთვის საგზაო მონაკვეთში, 10 000 კვ.მ ფართობზე მოდიფიცირებული ასფალტის ზედა ფენა იგება.

სამუშაოების ფარგლებში, ტროტუარებზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და ველობილიკების მოწყობა მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი, კახა კალაძე გაეცნო.

"მიმდინარეობს ამ კონკრეტული გზის მონაკვეთის ზედა ფენებში მოწყობა და 15 ივნისისთვის ორივე ცენტრალური ქუჩა დასრულებული იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მიწის ქვემოთ არსებული მთლიანი კომუნიკაციები შეიცვალა. ასფალტი არის მოდიფიცირებული, რომელიც გასულ წელს ბარათაშვილის აღმართზე გამოვიყენეთ. აღსანიშნავია, რომ მოეწყო ჯებირები და გაგანიერდა ტროტუარები,"- განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. 

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარი გამოიყო. სამუშაოებს, რომელიც ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება, კომპანია "ენ სი სი" ასრულებს. 

დღის ამბები