29 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია და ვირუსი ცალ მხარეს აღმოჩნდა

პარლამენტში პრემიერის 11 საათიანი მოსმენა, რომელიც ანტიკრიზისულ გეგმას ეხებოდა ოპოზიციამ გააკრიტიკა. 

მმართველი გუნდი კი მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანგარიშით კმაყოფილი დარჩა და ოპოზიცია უსაფუძვლო კრიტიკაში დაადანაშაულა. 

"რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, გუშინ, ამის სრული ილუსტრაცია იყო. ოპოზიცია და ვირუსი ცალ მხარეს აღმოჩნდა. გამოიკვეთა ის, რომ არ არსებობს დარგი და მიმართულება, სადაც კომპეტენტური მმართველობა არ არის. რასაკვირველია გაბრაზებულია ახლა ოპოზიცია. ისინი ისაუბრებენ კორუფციაზე, შეუსრულებელ დაპირებებზე და პოლიტიკურ პატიმრებზე,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

პრემიერს საქართველოს პარლამენტში ხვალ ისევ ელოდებიან, ამჯერად უკვე ინტერპელაციის წესით.

დღის ამბები