29 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
გორში ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო ამოქმედდა

გორში ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო ამოქმედდა. საწარმო შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო.

კომპანია "ეკო ჯორჯია" სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" მონაწილეა, რომელსაც გორში მდებარე მიწის ნაკვეთი და 3355 კვ.მ. შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადაეცა. 

საწარმოს წარმომადგენლის თქმით, ეს ერთადერთი საწარმოა საქართველოში, სადაც არა მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკები, არამედ მისთვის საჭირო ნედლეულიც მზადდება.

საწარმოს საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით 3 მილიონ ლარს შეადგენს. ამჟამად ადგილზე 25 ადამიანია დასაქმებული, თუმცა სამომავლოდ 100-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება.

დღის ამბები