29 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში 26 პირს COVID-19 არ დაუდასტურდა

გასულ დღე-ღამეში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 26 ადამიანს ჩაუტარდა.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, COVID-19 არცერთ მათგან არ დაუდგინდა.

ამ დროის მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 11 პაციენტს მკურნალობენ.

ოკუპირებულ რეგიონში ამ დრომდე ვირუსის 28 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 25 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.

დღის ამბები