29 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
საქველმოქმედო მარათონი "რუსთავი 2-ზე" - სტეფანე კორონავირუსით დაზარალებულებისთვის კონცერტს გამართავს

6 ივნისს, საღამოს 11 საათზე "რუსთავი2-ის" პირდაპირ ეთერში საქველმოქმედო მარათონი იწყება.

სტეფანე ცოცხალ 1 საათიან კონცერტს კორონავირუსის პანდემიის გამო დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად გამართავს.

ფონდი "ერთიანობა", რომელიც პანდემიის დროს სწორედ ამ ადამიანების დასახმარებლად შეიქმნა, უკვე 5000 -მდე ბენეფიციარს აერთიანებს. ნებისმიერ მსურველს, თუნდაც მცირე დონაციით შესაძლებლობა აქვს მიიღოს მონაწილეობა და დარეკოს მარათონის მსვლელობის დროს.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები