29 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
ქუთაისში მამის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისში მამის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს, დისტანციურად გაიმართა. დაკავებულის ადვოკატის ირაკლი შენგელიას თქმით, მოლოდინი ჰქონდათ, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოს დასრულებამდე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩებოდა, რადგან საქმეში არსებული გარემოებები ამის შესაძლებლობას ტოვებდა.  

როგორც ადვოკატი აცხადებს, დაცვის მხარემ პროცესზე 10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობაც დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ გაითვალისწინა. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას და მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს. ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებული მამის მიერ ნაცემია, მას სხეულზე დაზიანებებიც აქვს და ის იძულებითი მოგერიების მიზნით თავს იცავდა. რაც შეეხება დაკავებულს, ადვოკატის თქმით, ფაქტს აღიარებს და მომხდარს ინანიებს.  

შეგახსნებთ, 24 მაისს შვილმა მამა მოკლა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით დაიწყო.

დღის ამბები