აჭარის მთავრობის სახლთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საქმე ეხება ხულიგნობის ბრალდებით 5 მაისს დაკავებულ რეზო წულუკიძესა და ელდარ ანთაძეს.
მთავრობის სახლთან მათი ოჯახის წევრები და ნათესავები არიან შეკრებილები. ისინი აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ, მოითხოვეს დაკავებულების გათავისუფლება. მათი ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ ისინი უდანაშაულოები არიან. შეხვედრა დაახლოებით 1 საათი გრძელდებოდა.
დაკავებულების ოჯახის წევრების თქმით, მთავრობის წარმომადგენლებისგან მათ კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს და აპირებენ აქციების გაგრძელებას.
შეგახსენებთ, პოლიციამ წულუკიძე და ანთაძე 5 მაისს ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით დააკავა.