29 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
ნახეთ როგორი სიტყვა ვისწვალე, სეროპრევალენტური კვლევა - პრემიერი კვლევის შემთხვევით შერჩევით მეთოდზე

საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ჩატარებული სეროპრევალენტური კვლევის მიხედვით, ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გადაცემის სივრცე სრულად არის ჩაკეტილი. ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ის დეპუტატების კითხვებს პასუხობს. 

"ნახეთ როგორი სიტყვა ვისწავლე? სეროპრევალენტური კვლევა.. გუშინ დასრულდა ქვეყანაში სეროპრევალენტური კვლევა. ეს კვლევა ტარდება შემთხვევითი შერჩევითი მეთოდით, დახურულ ინფიცირებულ რეგიონშიც შერჩევითად მოხდა 300 ადამიანის ტესტირება და სრულად სუფთა რეგიონშიც, არ დავასახელებ რომელში, იქაც. ამ კვლევამ აჩვენა, რომ, რეალურად, 2 - G და M ანტისხეულის და ანტიგენის მატარებელი გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შიდა გადაცემის სივრცე სრულად არის ჩაკეტილი,"-განაცხადა პრემიერმა. 

დღის ამბები