29 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
პრემიერი: საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია და მას ვერასოდეს ვერავინ შეეხება

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, "ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის კითხვას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უბრუნებს სახელმწიფო ადამიანებს საპენსიო დანაზოგს, ქვეყანაში არსებული რთული კრიზისის პირობებში.

პრემიერმა განაცხადა, რომ საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია და მას ვერასოდეს ვერავინ შეეხება.

"ქვეყნის ფინანსური მდგრადობისთვის, საპენსიო რეფორმა უმნიშვნელოვანესი ელემენტია. საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია, მას ვერასოდეს ვერავინ შეეხება. ეს ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი წესი უნდა იყოს. რადგან ჩვენს ქვეყანას არ აქვს ის ბუნებრივი რესურსები, რომ დააგროვოს რეზერვები, რომელიც იქნება გარანტია სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის ხანდაზმულობის პირობებში, მსგავსი კრიზისების დროს, ელემენტარული დაცულობა ჰქონდეთ,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.  

პრემიერის თქმით, საპენსიო დანაზოგი მოქალაქეების მიერ ხანდაზმულობის პერიოდში დასახარჯი ფულია და არა კრიზისში, როდესაც ამ ფულის გამოყენება საჭირო არ არის. 

"თქვენ რას აკეთებთ იცით და რა არ მოსულა? ადამიანებს ეუბნებით, რომ თქვენი ფული სახელმწიფოს უდევს და არ ხარჯავსო. და თქვენ, რომ დღეს კრიზისში ხართ და სამსახური დაკარგეთ ამ ფულს არ გაძლევთო. იმას კი არ ეუბნებით, რომ აქ კომპანიების ფულიც არის, სახელმწიფოს ფულიც არის და ეს ქვეყნის მდგრადობის წინაპირობაა,"- აღნიშნა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები