29 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
საერთაშორისო პარტნიორები, პირველ რიგში, არიან საქართველოს და არა "ნაციონალური მოძრაობის" მეგობრები - პრემიერი სალომე სამადაშვილს პასუხობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უპასუხა სალომე სამადაშვილს, რომელმაც პრემიერს 8 მარტის შეთანხმების თაობაზე საერთაშორისო პარტნიორების რეაქცია შეახსენა და ჰკითხა, იმოქმედებს თუ არა შეთანხმების დარღვევა საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობაზე.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორები ნამდვილად ობიექტურად შეაფასებენ მოვლენებს, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების დრო მოვა და მხარეთა პოზიცია ნათლად გამოჩნდება.

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბოლო დროს თქვენ მოიპოვეთ ექსკლუზიური უფლება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თარგმნის. სამწუხაროდ და საბედნიეროდ, თქვენ ასეთი ექსკლუზიური უფლება არ გაქვთ და ჩვენ, მათ შორის, პირადად მე, უფრო მჭიდრო ურთიერთობა მაქვს მათთან და იმ ყველაფერთან ერთად, გვარებს რომ ჩამოთვლით ხოლმე, თუ ობიექტურად შევაფასებთ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემზე უკეთესად იცით, რომ ეს ადამიანები არიან, პირველ რიგში, საქართველოს და არა "ნაციონალური მოძრაობის" მეგობრები. და, შესაბამისად, სწორედ ეს ადამიანები იქნებიან ისინი, რომლებიც აქამდეც ობიექტურად აფასებდნენ და მომავალშიც ობიექტურად შეაფასებენ კონკრეტულად იმ 8 მარტის შეთანხმებასაც. მოვა საკონსტიტუციო ცვლილებების დრო და იქაც აშკარად გამოჩნდება, ვინ როგორ პოზიციას დაიჭერს,"-განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

დღის ამბები