29 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემთვის საქართველოში საერთოდ პოლიტპატიმრები არ არსებობენ - გიორგი გახარია

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ პოლიტიკური კრიზისის დასრულების ყველაზე დიდი სურვილი დღეს სწორედ ხელისუფლებას გააჩნია. 

რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ქვეყანას დღეს პოლიტპატიმრები არ ჰყავს. პრემიერის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პოლიტპატიმრებზე საუბარი დასრულებულია.

"ლობისტებთან დაკავშირებით, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ეს რჩევაა თუ ჩვენება, საერთოდ ახლა ღიმილის მომგვრელია. თუმცა გავითვალისწინებ.

პოლიტიკური კრიზისის დასრულების ყველაზე ობიექტური სურვილი დღეს ვინმეს თუ აქვს, ხელისუფლებაა. ეს უბრალოდ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ხელისუფლება ამ ნაბიჯებს დგამს. პოლიტიკური კრიზისის დასრულება არის ჩვენი გუნდის, ამ ხელისუფლების უპირველესი ამოცანა. 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემთვის საქართველოში საერთოდ პოლიტპატიმრები არ არსებობს. არსებობს სასამართლო სისტემა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილებები. ერთ შემთხვევაში ერთი გადაწყვეტილება მიიღო ადამიანთა მიმართებაში, რომელიც შტურმისკენ მოუწოდებდა და ამ შტურმში იღებდა მონაწილეობას პარლამენტის. 

ამ შტურმის დროს ბევრ თქვენგანსაც ვხედავდი ამ პროცესში, ზოგიერთებს, ყველას არა. მეორე ადამიანმა უბრალოდ ბიუჯეტიდან მოიპარა კონკრეტული რაოდენობის თანხა, შემდგომ პრეზიდენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და ამით დამთავრდა პროცესი," - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პრემიერს დაეთანხმა იმაში, რომ ქვეყნის რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედებს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის შეუთანხმებლობა და დაინტერესდა, რატომ არ აქვს მთავრობას ინტერესი, ეს საკითხი დაიხუროს.

გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" მიერ დაქირავებული ლობისტების წერილში, რომელიც მათ აშშ-ში გაგზავნეს, აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა ნაბიჯი გადადგა შეთანხმების შესრულებისკენ, რაც, მისი თქმით, შეთანხმების ამ ნაწილის აღიარების ტოლფასია. 

 

დღის ამბები